უკრაინაში შესაძლოა, სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდეს

უკრაინაში შესაძლოა, სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდეს. ამ საკითხზე პრეზიდენტ პოროშენკოსთან სახალხო დეპუტატები ისაუბრებენ, – წერს უკრაინული მედია. ინტერნეტგამოცემა unian.net-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრეზიდენტთან დეპუტატები ასევე საარჩევნო სისტემის შეცვლასაც განიხილავენ. როგორც ფრაქცია „ბატკივშინას“ ლიდერმა სერგეი სობოლევმა განაცხადა, შეხვედრა 17.00 შედგება. დეპუტატის თქმით, დღეს, ფრაქციების საბჭოს სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებაზეც და საარჩევნო სისტემის შეცვლაზეც იყო საუბარი, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მომდევნო პარლამენტის ლეგიტიმიზაცია. მისი არჩევა კი უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები