მიმდინარე წელს შიდა ქართლში 24 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, ხოლო 3 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2023 წელს შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილია 24 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ასევე, იგეგმება 3 საბავშო ბაღის სრული რეაბილიტაცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარე წელს 24 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება, ხოლო სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 3 სააღმზრდელო დაწესებულებას.

მიმდინარე წელს შიდა ქართლის რეგიონში შემდეგი საბავშო ბაღები აშენდება:
1. გორის მუნიციპალიტეტში
სოფელ ვარიანის საბავშვო ბაღი;
სოფელ შავშვების საბავშვო ბაღი;
სოფელ ფლავის საბავშვო ბაღი;
სოფელ ზერტის საბავშვო ბაღი;

2. კასპის მუნიციპალიტეტში

სოფელ ფერმის საბავშვო ბაღი;
სოფელ ოკამის საბავშვო ბაღი;
სოფელ ლამისყანის საბავში ბაღი;
სოფელ მეტეხის საბავშვო ბაღი;
სოფელ ახალციხის საბავშვო ბაღი;
სოფელ ქვემო გომის საბავშვო ბაღი;
სოფელ თალადის საბავშვო ბაღი;
სოფელ ახალქალაქის №1 საბავშვო ბაღი.

3. ქარელის მუნიციპალიტეტში

ქ. ქარელის საბავშვო ბაღი
სოფელ ქვემო ხვედურეთის საბავშვო ბაღი;
სოფელ მოხისის საბავშვო ბაღი;
სოფელ რუისის №1 საბავშო ბაღი;
სოფელ ურბნისის საბავშვო ბაღი;
სოფელ აბანოს საბავშვო ბაღი;
სოფელ ქვენატკოცის საბავშვო ბაღი;
სოფელ ბრეთის საბავშვო ბაღი;
სოფელ წვერის საბავშვო ბაღი;
სოფელ დვანის საბავშვო ბაღი;

4. ხაშურის მუნიციპალიტეტში

სოფელ ცხრამუხას საბავშვო ბაღი;
დაბა სურამის საბავშვო ბაღი.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ 2021-2022 წლებში შიდა ქართლში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, ხოლო 8 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები