უკრაინულმა არმიამ ლუგანსკის აეროპორტი დატოვა

ანტიტერორისტული ოპერაციის სამხედროებმა, რომლებიც ტერორისტებისგან და რუსი სამხედროებისგან აეროპორტ „ლუგანსკის“ თავდაცვაში იყვნენ ჩართულები, ობიექტი ბრძანების შედეგად დატოვეს. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
„უკრაინელმა სამხედროებმა მიიღეს ბრძანება და აეროპორტი „ლუგანსკი“ დატოვეს. იქიდან გამომდინარე, რომ სამხედროები აეროპორტის მიმართულებით მიზანში ისვრიან, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ისინი პროფესიონალები არიან“, – განაცხადა ლისენკომ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 აგვისტოს, 1,5 ათასი უკრაინელი სამხედრო ცდილობდა „ლუგანსკის“ აეროპორტის დაბრუნებას, თუმცა ისინი ტერორისტი მებრძოლების ალყაში აღმოჩნდნენ. უკრაინელი სამხედროებსა და რუსულ სატანკო ბატალიონს შორის ბრძოლა დღესაც გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები