CNN: დასავლეთი ხედავს, რომ უკრაინამ კონტრშეტევები დაიწყო

დასავლეთი ხედავს იმის ნიშნებს, რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, რადგან ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყნის აღმოსავლეთში ბრძოლები საგრძნობლად გააქტიურდა.

ამის შესახებ CNN ნატოსა და ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამხედრო დაზვერვის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

ნატოს ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, უკრაინული ძალები ატარებენ დაზვერვას საბრძოლო მოქმედებებში, ახორციელებენ საარტილერიო დარტყმებს და თავს ესხმიან მტრის პოზიციებს, რომ მტრის დაცვაში სისუსტეები გამოავლინონ.

როგორც ნატოს წარმომადგენელმა აღნიშნა, უკრაინის არმიის გეგმებზე გავლენა შესაძლოა, იქონიოს კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებამ, რაც გაართულებს დნეპრის დაკავებას და ასევე შესაძლოა, ძალები მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციისთვის მოაცდინოს.

CNN იხსენებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელდა მრავალი ცნობა საომარი მოქმედებების გაძლიერების შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონში, ასევე დონეცკის სამხრეთით.

ტელეკომპანიას აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ კონტრშეტევა მოსალოდნელია ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები