ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში დღეს სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, მერიის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებმა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

სისხლის უანგარო დონაციის აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის“ თანამშრომლობის შედეგად მოეწყო. აქციის ფარგლებში ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს“ გენერალურმა მენეჯერმა თამარ დოლაბერიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაგრძელებასაც მოაწერეს ხელი. აღსანიშნავია, რომ აქციაში მონაწილეებს ასევე სხვადასხვა ტიპის კვლევებიც ჩაუტარდებათ.

„ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტთან“, უანგარო სისხლის დონაციის აქციაში ჩართულები არიან როგორც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. მინდა მათ მადლობა გადავუხადო უანგარო დონორობისთვის, მძიმე პაციენტებს ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ასევე მადლობას ვუხდი ცენტრის თანამშრომლებს, რადგან ისინი კეთილშობილურ საქმეს ემსახურებიან“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები