3 სექტემბერს ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში მიემგზავრება
მონღოლეთის პრეზიდენტის ცახიაგიინ ელბეგდორჟას მიწვევით 3 სექტემბერს ვლადიმერ პუტინი სამუშაო ვიზიტით მონღოლეთში მიემგზავრება, – ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. პუტინი მდინარე ხალხინ-გოლზე გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში რუსეთ-მონღოლური მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე გაიმართება. ასევე დაგეგმილია რიგი ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა.