ვახტანგ ბერიძემ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ვახტანგ ბერიძემ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, – ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“შეხვედრაზე ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელმა პირებმა გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინეს, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს  კურორტ ,,ბეშუმის“ ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილე – თამაზ აბაშიძე და მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური უფროსი – ზაზა აბულაძე ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები