ძალოსან იმედა შავაძეს, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გამარჯვება მიულოცა 

“მიმდინარე წლის 18 მაისს, ჩატარდა (U20) საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში, სადაც 20  -წლამდელთა შორის ვაჟებში (67 კგ), პირველი ადგილი დაიკავა ხულოელმა იმედა შავაძემ. ძალოსანმა ატაცში 112 (I),  აკვრაში 137 (I) და ორჭიდში 249  კგ. (I)  დააფიქსირა”,- ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“გამარჯვებულ  სპორტსმენს და მწვრთნელ ვარლამ ხოზრევანიძეს  ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შვავაძესთან ერთად,  საქართველოს ჩემპიონობა  მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები