როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ზოგან შესაძლებელია ძლიერი ელჭექი და დროებითი ცვალებადი მიმართულების ქარის გაძლიერება“, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

„7 ივნისის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია 22-დან 27 გრადუსამდე ტემპერატურის მატება. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის კლება და ის 24 გრადუსამდე დაფიქსირდება.

8-9 ივნისს დასავლეთ საქართველოში მკვეთრად გამოიდარებს, ტემპერატურა 30-35 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 31- 33 გრადუსამდე“, – აღნიშნეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები