​ფოთის ცენტრალურ სტადიონზე არსებულ საფეხბურთო ბაზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე არსებულ საფეხბურთო ბაზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტი მერია ავრცელებს.

​„პროექტი განხორციელდა საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913 ”-​ ​ის განვითარებისა და ქალაქში ​საფეხბურთო მიმართულებების ხელშეწყობის მი​ზნით​.​

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი სახურავი, გათბობის სისტემა, სველი წერტილები, სამედიცინო პუნქტი. რეაბილიტირდა ოთახები და გარე ფასადი, შეიცვალა კარ-ფანჯრები,​ შენობაში დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. უახლოეს პერიოდში საფეხბურთო ბაზა აღიჭურვება ახალი ინვენტარით.

საფეხბურთო ბაზის რეაბილიტაცია  ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა.

ქალაქ ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად გააგრძელებს ​სპორტის სხვადასხვა სახეობისა და ​სპორტსმენების​ მხარდაჭერას, რათა მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისა და სპორტული წარმატებების მიღწევის მოტივაცია ​გაეზარდოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები