ახალქალაქში, 80 წლამდე ქალს ავტომობილი დაეჯახა

ახალქალაქში, 80 წლამდე ქალს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები