საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა პრაღის ევროპის თასზე 12 მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის თასზე სამი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები კოტე კაპანაძე (73 კგ), გიორგი ბადუაშვილი (100 კგ) და შალვა გურეშიძე (+100 კგ) გახდნენ.

ვერცხლის მედლებს ხვიჩა გაფრინდაშვილი (-66კგ), ლუკა ბაბუციძე (-81კგ), თამაზ კობერიძე (-90კგ) და უჩა ტაბატაძე (+100კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლები კი თომა გელაშვილმა (-60კგ), ლუკა თურაზაშვილმა (-81კგ), ერეკლე ბაზიერიშვილმა (-100კგ), მიხეილ ჯაფარიძემ (-100კგ) და გიორგი ტაბატაძემ (+100კგ) მოიპოვეს.

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა პრაღის ევროპის თასზე არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები