ილოვაისკიდან კიდევ 10 დაჭრილი სამხედრო გამოიყვანეს

   ტყვეობიდან კიდევ 10  უკრაინელი დაჭრილი სამხედრო გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ბატალიონ „დონბასის“ მეთაური სემენ სემჩენკო სოციალურ ქსელში წერს.
„პალატიდან გამოვედი, მივდივარ პროცედურებზე, მირეკავენ და მატყობინებენ, რომ კიდევ 10 დაჭრილი გამოიყვანეს. კიდევ ერთ ნაბიჯს ვაკეთებ და ვხედავ მეზობელ პალატაში მეგობარ ვოლოდია პარასიუკს. ორი მარტოობა შეხვდა ერთმანეთს… მეორედ დაბადებას გილოცავ, ძმაო…“, – წერს სემენჩენკო.
შეგახსენებთ, რომ ილოვაისკში ტერორისტებთან ბრძოლები 18 აგვისტოდან გრძელდება. უკვე ერთი კვირაა ქალაქთან რამდენიმე უკრაინული ქვედანაყოფი რუსი ჯარისკაცების ალყაში იმყოფება. 29 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტერორისტებს უკრაინელი სამხედროებისთვის, რომლებიც ალყაში აღმოჩნდნენ, ჰუმანიტარული კორიდორის გახსნისკენ მოუწოდა. ქვედანაყოფ „დონბასის“ პრესსსამსახურმა განაცხადა, რომ დილით, 29 აგვისტოს, ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებს ილოვაისკთან ულტიმატუმი გამოუცხადეს – ან დაღუპვა ან ჩაბარება. უკრაინელებმა ალყიდან გამოსვლა 30 აგვისტოს დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები