“ვიზიტორებს მარტვილის კანიონისა და ოკაცეს ჩანჩქერის ტერიტორიებზე შესვლა საღამოს საათებშიც შეეძლებათ” – „დაცული ტერიტორიების სააგენტო”

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ხახიშვილის ინფორმაციით, ვიზიტორებს მარტვილის კანიონისა და ოკაცეს ჩანჩქერის ტერიტორიებზე შესვლა საღამოს საათებშიც შეეძლებათ.

ამის შესახებ ხახიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“წელს პირველად, საზოგადოებას საღამოს საათებშიც მიეცემა საშუალება, მარტვილის კანიონს ეწვიოს, მაშინ – როდესაც დღის შუქი აღარაა. მათ დახვდებათ 3D განათების სისტემა, ესაა სრულიად ახალი პროდუქტი, რომელსაც ვიზიტორებს შევთავაზებთ, ვიზიტორებს საღამოს საათებში შეეძლებათ, იხილონ როგორც მარტვილის კანიონი, ასევე ოკაცეს ჩანჩქერი.
იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებაში მოგზაურობა გარკვეულ რისკებთანაა ასოცირებული, მარტვილის კანიონის ტერიტორიის მონახულება 19:00 საათამდე იყო დაშვებული. ახლა უკვე ღამის საათებშიც, 22:00 – 23:00 საათამდეც გვექნება საშუალება, რომ ამ ტერიტორიებზე ვიზიტორები შევუშვათ და აბსოლუტურად განსხვავებული შთაბეჭდილებები შეიქმნან”, – განაცხადა ხახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები