ლაგოდეხში ანსამბლ “გრაალის” კონცერტი გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კინოთეატრ „სინემაში” კირილე ვაშაკიძის სახელობის ხალხური საკრავების შემსწავლელი ხელოვნების სტუდიასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „გრაალის” (ხელმძღვანელი ნონა გელაშვილი) წლიური საანგარიშო კონცერტი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ლაგოდეხისა და სოფლების ფოლკლორულმა ჯგუფებმა, 200 ბავშვის ოდენობით.
14 მაისს მცხეთაში გამართულ შემოქმედებით საღამოზე ანსამბლი „გრაალი” და ხელმძღვანელი ნონა გელაშვილი დაჯილდოვდა „ოქროს ორდენით” ნაყოფიერი და წარმატებული შედეგისთვის. „სინემაში” შემდგარ საღამოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თავჯდომარემ, ჯონდო მდივნიშვილმა და კახა ჯამბურიამ თითოეულ მონაწილეს წარმატებული წელი მიულოცეს და გადასცეს სერთიფიკატები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები