პოლონეთის თეატრალურ ფესტივალზე საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებამ გრან-პრი მოიპოვა
პოლონეთის თეატრალურ ფესტივალზე საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებამ გრან-პრი მოიპოვა.
„პოლონეთის თეატრალურ ფესტივალზე, სადაც მონაწილეობდნენ ისეთი წამყვანი ქვეყნები, როგორებიც არიან: პოლონეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი, კანადა, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სლოვენია, ხორვატია, უკრაინა საქართველომ საუკეთესო სპექტაკლის ტიტული მოიპოვა და საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება გრან-პრით გვიბრუნდება ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლით „საქართველო”.
სპექტაკლი ასევე გახდა მაყურებლის სიმპათია. ვულოცავთ გაერთიანებას ამ დიდ წარმატებას“, – ნათქვამია ფეისბუქგვერდ „თოჯინების თეატრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.