სოციალ-დემოკრატების შეხვედრაზე დემონსტრანტებმა ოლაფ შოლცს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს და „ომის წამქეზებელი“ უწოდეს

სოციალ-დემოკრატების შეხვედრაზე დემონსტრანტებმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს სიტყვით გამოსვლა შეძახილებით შეაწყვეტინეს.

ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.

შოლცის გამოსვლის დროს, აქციის მონაწილეები ლოზუნგებით – „ომის წამქეზებელი“ და „მშვიდობა იარაღის გარეშე“ სკანდირებდნენ.

გერმანიის კანცლერმა დემონსტრანტებს განუცხადა, რომ ომის ერთადერთი წამქეზებელი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია და მათ „რომ რამე გრძნობა ჰქონდეთ, ისინი პუტინს შეხვდებოდნენ ყვირილით”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები