გორში მარათონული გარბენი გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან თემურ ხუბულურთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გორში მარათონული გარბენში მიიღო მონაწილეობა.

გორის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებამ სტარტი გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო და სპორტის სასახლესთან დასრულდა. მარათონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

„გამარჯვებულები, გამოვლინდნენ როგორც მამაკაცებში, ასევე, ქალებში. ისინი ფულადი პრიზებით (პირველი ადგილი 500, მეორე – 300, მესამე -200 ლარი) დაჯილდოვდნენ

მამაკაცები:

I ადგილი – დავით ხარაზიშვილი

II ადგილი – გიორგი ლომიძე

III ადგილი – ირაკლი ჯანაშია

ქალები:

I ადგილი – გვანცა კაპანაძე

II ადგილი – ნინო ბასიაშვილი

III ადგილი – მარიამ მაზანაშვილი

მარათონული გარბენის ყველაზე პატარა მონაწილეს გიორგი მირუაშვილსა და ყველაზე უფროსი მონაწილეს თემურ ხუბულურს სიგელები გადაეცათ.

შეჯიბრება „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ჩატარდა.

„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში შეჯიბრებები კალათბურთში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაშიც ჩატარდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები