მაჭახელას ხეობაში, „ეთნოსოფელის“ პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების ტურისტული ცენტრი გაიხსნა

მაჭახელას ხეობაში, „ეთნოსოფელის” პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების ტურისტული ცენტრი გაიხსნა.

ცენტრის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებთან, მაჭახელას ხეობის მოსახლეობასთან  ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ეთნოსოფელი” ხელს შეუწყობა ტურიზმის განვითარებას, ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

„ეთნოსოფელის” პროექტი რამდენიმე წელზეა გათვლილი და მისი ბიუჯეტი 30 მლ ლარს შეადგენს. მასშტაბური პროექტი მოიცავს მაჭახელას ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას, ისტორიული და ეთნოგრაფიული ძეგლების რეაბილიტაციას და სხვა ტურისტულ-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

„ეთნოსოფელის” პროექტის ფარგლებში ზედა ჩხუტუნეთის ცენტრის რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტები მომზადდა, უკვე მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა. პროექტით ასევე დაგეგმილია მაჭახელას ხეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ასევე ე.წ. „მაჭახელას თოფის გზის” ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები