პოროშენკო მომავალ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით დასკვნებს გააკეთებს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო საკადრო დასვნებს გააკეთებს. ეს დასკვნები უკრაინის აღმოსავლეთით მოქმედ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან და ბოლო მოვლენებთან მიმართებაში გაკეთდება. პრეზიდენტის განცხადებით, 1 სექტემბერს სწავლის დაწყებას – უკრაინა ურთულეს დროში ხვდება.
„სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა ბოლო დღეებში – უკრაინის წინააღმდეგ მეზობელი ქვეყნის მხრიდან პირდაპირი, ღია აგრესია დაიწყო. ჩვენ ახლა ბოლო კვირის მოვლენებს ვაანალიზებთ. დასკვნები სერიოზული იქნება, მათ შორის საკადრო“, – ბრძანა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რუსებმა მოწყობილობა „ურაგანიდან“ სამჯერ გაუხსნეს ცეცხლი უკრაინის არმიის საარტილერიო პოზიციებს. 27 აგვისტოს კი რუსმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი დაიპყრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები