ზუგდიდის მერიამ ახალი სოციალური პროგრამა ” თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი” დაიწყო

ზუგდიდის მერიამ, ახალი სოციალური პროგრამა ,,თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი-საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა” დაიწყო, ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“დღეს პროგრამით პირველმა ბენეფიციარმა ისარგებლა.
ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარი, რეაბილიტაციის ცენტრ ,,თანაზიარში” ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მერის პირველმა მოადგილე კონსტანტინე კაკავამ და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მიიყვანეს.
ზუგდიდს პროგრამის განსახორციელებლად 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცა.
აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ: ეტლით მოსარგებლე პირებს, კიდურის ამპუტაციით განპირობებული გადაადგილების შეზღუდვისა და მხედველობის არ მქონე პირებს.
ზუგდიდი პირველია, რომელიც საქართველოს მასშტაბით აღნიშნულ სერვისს ახორციელებს.
სერვისის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე: (+995) 599 805 835″,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები