დმიტრო კულებამ პარტნიორებს მოუწოდა, სწრაფად დააწესონ სანქციები რუსული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აწარმოებენ დრონებსა და რაკეტებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ პარტნიორებს მოუწოდა, სწრაფად დააწესონ სანქციები რუსული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აწარმოებენ დრონებსა და რაკეტებს უკრაინის მასობრივი დაბომბვისთვის.

მისი თქმით, 2022 წლის ნოემბრიდან უკრაინამ პარტნიორებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 36 კომპანიისგან შემდგარი სია გადასცა, რომელთა მიმართ შეზღუდვები იყო მოთხოვნილი.

„იმ სიიდან, რომლის განხორციელებაც ვითხოვეთ, გულწრფელად რომ ვთქვათ, კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილი მოხვდა სანქციების ქვეშ. რას ვხედავთ? უწყვეტი სარაკეტო თავდასხმები, უწყვეტი თავდასხმები დრონებით. თითქმის ყოველდღე უკრაინელებს არ სძინავთ ღამით საჰაერო განგაშის გამო“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

მისივე თქმით, თუ ეს ვითარება გაგრძელდება, კიევს მოუწევს ამ საჯარო საუბრის გულწრფელობა კონკრეტულ ქვეყნებთან კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასწიოს და ახსნას, თუ რატომ არ სურს ვინმეს ამ სანქციების გამოყენება.

„საინტერესო იქნება იმის მოსმენა, თუ რა ბიზნეს ინტერესებსა და პოლიტიკურ ინტერესებს ემუქრება რუსული საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესება, რომლებიც აწარმოებენ რაკეტებსა და დრონებს“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები