ჯონ კირბი: კონტრშეტევის განსახორციელებლად უკრაინის ყველა საჭიროება დავაკმაყოფილეთ

შეერთებულმა შტატებმა, მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა დახმარებოდნენ უკრაინას კონტრშეტევისთვის მომზადებაში, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„კონტრშეტევის განსახორციელებლად უკრაინის ყველა საჭიროება დავაკმაყოფილეთ. და როდის დაიწყებენ – ეს მათზეა დამოკიდებული. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო, რათა უკრაინა კონტრშეტევისთვის მომზადებულიყო“, – აღნიშნა კირბიმ.

მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ჯავშანტექნიკაზე და არტილერიაზე, არამედ საბრძოლო მასალაზე და სამხედრო მომზადებაზე.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დიდი სამუშაო გავწიეთ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ უკრაინამ მიიღო ის, რაც სჭირდებოდა“, – დასძინა კირბიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები