გოგი მეშველიანი საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ისტორიულ – საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“, ბოლნისის მოსწავლეების და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიას  დაესწრო.

მოსწავლეებში პირველი ადგილი ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლელმა დიმიტრი თეიმურეზიანმა დაიკავა.

პარლამენტის წევრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე. გამარჯვებულს მიულოცა და აღნიშნა, რომ მთავარი მონაწილეობაა, რადგან ახალგაზრდებმა მიიღეს გამოცდილება და განსაკუთრებული ემოციები.

„ვულოცავ დიმიტრის გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ.

მიხარია, რომ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებასა და ისტორიის – როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის პოპულარიზაციას აქტიურად განაგრძობს განვითარებას და უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება მასში.

ვულოცავ ყველა მონაწილეს, მთავარი მონაწილეობაა, რადგან თითოეულმა მიიღო გამოცდილება. მათ მიიღეს განსაკუთრებული ემოციები და კიდევ უფრო დაუახლოვდნენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები