“გამანადგურებლების კოალიციის” ევროპული ნაწილი ჩამოყალიბდა – რომელი ქვეყნები მიაწვდიან თვითმფრინავებს უკრაინას
დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, დანია, შვედეთი, ბელგია, პორტუგალია და საფრანგეთი – ეს ის ქვეყნებია, რომლებიც უერთდებიან “გამანადგურებლების კოალიციას”, რომელიც უკრაინას თვითმფრინავებით მოამარაგებს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ გზით კოალიციის ევროპული ნაწილი ჩამოყალიბდა.
ჟოვკვამ თქვა, რომ კოალიაციას სხვა მონაწილეებიც შეუერთდებიან, თუმცა, დეტალები არ დაუზუსტებია.
„საფრანგეთის პრეზიდენტთან ცალკე ერთობლივი განცხადებაც კი მივიღეთ“, – განაცხადა მან.
“მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია” დასავლური თვითმფრინავების მართვის უნარებში უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად შეიქმნა, ასევე, პერსპექტივაში უკრაინისთვის შესაბამისი თვითმფრინავების გადაცემის მიზნით.
აღნიშნული შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აღარ ეწინააღმდეგება ევროპის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის დასავლური საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას.
ჟოვკას თქმით, მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, რომელიც 1-ელ ივნისს ჩატარდა, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლის შედეგად, კოალიციის „კონტურების გამოკვეთა“ გახდა შესაძლებელი.