რუსლან აბაშიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილების საჭიროებები მოისმინეს და მოსახლეობას ის განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნეს, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან შეხვედრაზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრები დევნილების საჭიროებების შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე – გურამ მისაბიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი – დავით კარგარეთელი, მერის პირველი მოადგილე – რამაზ ბუდაღაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები