“ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორია” – პესკოვი
რუსეთისთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დიდ გაღიზიანებას იწვევს და არის მრავალი წლის პრობლემა.
ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“უკრაინის სურვილი, გახდეს ნატოს წევრი, არის ერთ-ერთი მთავარი გამაღიზიანებელი და პოტენციური პრობლემა მრავალი წლის განმავლობაში. ევროპის ბევრი ქვეყანა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ამას კარგად ათვითცნობიერებს”, – თქვა მან.