“როდესაც კონტრშეტევას ამზადებ, სამჯერ მეტ დანაკარგს განიცდი” – ორბანი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მომხრეა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას კონტრშეტევის დაწყებამდეც კი, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართოს.

ამის შესახებ მან სახელმწიფო რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ორბანმა თქვა, რომ უკრაინელები კონტრშეტევას ამზადებენ და ეს “მათი საქმეა”, მაგრამ, მისი თქმით, როგორც „კაცი, რომელსაც აქვს წელიწადნახევარნიანი სამხედრო გამოცდილება, კარგად ვიცი“, რომ თავდამსხმელი მხარე სამჯერ მეტ დანაკარგს განიცდის, ვიდრე ის, ვინც თავს იცავს.

„ხოლო ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც მოწინააღმდეგე მხარის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია, ასეთ პირობებში დიდი სამხედრო შეტევის დაწყება ნიშნავს სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის მოწყობას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, კონტრშეტევის დაწყებამდეც კი, რომ დავარწმუნოთ მხარეები ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ“, – განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

გარდა ამისა, მან თქვა, რომ მისთვის ძნელია, იყოს ევროკავშირში ერთადერთი პრემიერი, რომელიც მშვიდობის მომხრეა, მაგრამ, მისი თქმით, „თუ უნგრელი ხარ, უნდა დაიცვა ის, რაც სწორია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები