“მზად ვართ, აზერბაიჯანს სოფლები დავუბრუნოთ და ეს სომხეთის ინტერესებს არ ამცირებს” – ფაშინიანი

“ვეუბნებით აზერბაიჯანს, რომ მზად ვართ, დაგიბრუნოთ სოფლები, მაგრამ თქვენ ხართ მზად სომხეთის მიწების დასაბრუნებლად? თუ კი, მაშინ მოდით დაუყოვნებლივ გავცვალოთ”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მოლდოვის სომხურ თემთან შეხვედრისას განაცხადა.

“ისე არ არის, რომ ვოცნებობთ რაღაცის დათმობაზე. მზად ვართ, მივცეთ და მივიღოთ. ამით სომხეთის ინტერესებს არ ვამცირებთ. ჩვენ მათ ვთავაზობთ დემილიტარიზებული ზონის შექმნას, საზღვრის მთელ სიგრძეზე. გვინდა აღმოვფხვრათ ესკალაციისა და აგრესიული პოლიტიკის ყველა შესაძლო მიზეზი“, – განაცხადა მან.

ფაშინიანმა განმარტა, რომ 29800 კვ. კმ-ში შედის არწვაშენი, ასევე სოფლების ბერქაბერის, ფარვაკარის, აიგეოვიტის, ვაზაშენის ტერიტორიები, რომლებიც ბაქოს კონტროლს 1990-იანი წლებიდან ექვემდებარებოდა.

„1975 წლის რუკების მიხედვით, 29800 კვ. კმ ასევე მოიცავს იმ ტერიტორიებს სოტკ-ხოზნავარის მონაკვეთზე, რომლებიც ოკუპირებულია 44-დღიანი ომის შედეგად“, – დასძინა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები