“კუხო-ს საქმიანობით გარკვეული იმედგაცრუება გვაქვს” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რესპუბლიკა დღეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) საქმიანობით გარკვეულ იმედგაცრუებას განიცდის.

ამის შესახებ ფაშინიანმა CNN primanews-თან ინტერვიუში 4-5 მაისს, ჩეხეთში ვიზიტის დროს თქვა, რომლის ტექსტი მისმა პრესსამსახურმა მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა.

„2021 წლის მაისსა და ნოემბერში და 2022 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს, კუხო-ს არასათანადო რეაქციამ გამოიწვია გარკვეული იმედგაცრუება, პირველ ყოვლისა, სომხეთის მოსახლეობაში, რადგან არსებობდა რწმენა, რომ კუხო წარმოადგენს უსაფრთხოების საიმედო მექანიზმს. ეს არ მოხდა და ამ მიზეზით კუხო-ს ერევნის სამიტზე შესაძლებლად არ მივიჩნიეთ რიგი ფუნდამენტური დოკუმენტების დამტკიცება“, – განაცხადა მან.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაციასაც აზიანებს, რადგან ის, რაც ამ პერიოდში სომხეთს დაემართა, კუხო-ს ავტორიტეტს ურტყამს.

”ანუ, ამას თავად ორგანიზაციისთვის გარკვეული შედეგები ექნება”, – განმარტა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები