გურჯაანში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

გურჯაანში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
გაᲡართობი ღონისძიებები, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში დრამ – შოუს მსვლელობით დაიწყო და ცენტრალურ პარკში მრავალფეროვანი საბავშვო ღონისძიებებით გაგრძელდა. მსვლელობაში, პატარებთან ერთად, ცირკის მსახიობები და ანიმაციური გმირები მონაწილეობდნენ. ქალაქის ცენტრალურ
პარკში კი ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის სახალხო თეატრთან არსებულმა თოჯინების თეატრმა, პატარა სტუმრებისთვის, სპექტაკლი “სამი გოჭი” წარმოადგინა.
გასართობი ღონისძიებები კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობდნენ: მუსიკალური სტუდია:”ლეკო სტუდია” და “მიქს ვოისი” , გურჯაანში არსებული თანამედროვე ცეკვების სტუდია და მოწვეული შემსრულებლების ვოკალური სტუდია “ანათე”.

ასევე, გაიმართა საცირკო წარმოდგენები : ბაგირზე მოსიარულე აკრობატები, საჰაერო შოუ, აკრობატი რგოლში და სხვა. სტუმრებისთვის მოეწყო საცირკო მასტერკლასები.
ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ინფორმაციას გურჯაანის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები