ამჯერად სმოლენსკი – ორი დრონი ენერგეტიკული კომპლექსის თავზე დაფიქსირდა
უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ქალაქებზე თავდასხმის გეოგრაფია სულ უფრო ფართოვდება. ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია დრონების იერიშის შესახებ.
ამჯერად, ორი დრონი სმოლენსკის თავზე დაფიქსირდა.
კერძოდ, როგორც სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვასილი ანოხინმა განაცხადა, დრონები ადგილობრივი დროით ღამის, დაახლოებით 03:00-ზე პოჩინკოვსკის რაიონის სოფელ პერესნასა და სმოლენსკის რაიონის სოფელ დივასში დაფრინავდნენ.
მისი ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა საწვავის და ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე.
გუბერნატორის თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, არც კრიტიკული დაზიანებები და ხანძარია.
მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურები შედეგების აღმოფხვრით არიან დაკავებული.