ოკუპანტები კიევს თავს დაესხნენ – ყველა რაკეტა და დრონი ჩამოგდებულია
კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში გვიან ღამით მორიგი საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
როგორც კიევის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქალაქის თავზე ყველა დრონი და რაკეტა ჩამოგდებულია, მსხვერპლი არ არის.
“ჩვენი საჰაერო თავდაცვა ტიტანია!”, – წერს ადმინისტრაცია.
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ კიევთან 15 რაკეტა და 18 “შაჰედია” ჩამოგდებული.
როგორც დედაქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში იერიში ყოველდღიური ხასიათის არის, ყოველჯერზე გამოყენებული საშუალებები განსხვავდება.
მაგალითად, 1-ელ ივნისს ეს იყო ბალისტიკური რაკეტები, დღეს კი ფრთოსანი რაკეტების და “შაჰედების” კომბინაცია დაფიქსირდა.