გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა სახის გასართობის ღონისძიებებით აღინიშნა

გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა სახის გასართობის ღონისძიებებით აღინიშნა.

ქალაქის ცენტრში არსებულ სკვერში მოწყობილი საბავშვო ბაღების საგამოფენო სივრცეები გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
სკვერში პატარებს და არა მარტო პატარებს, შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ადგილობრივი შემსრულებლებისთვის, დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი ნამუშევრები, დასწრებოდნენ ანიმატორების წარმოდგენებს და ა.შ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – კონკურსიც მოეწყო. ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

მერიის მხარდაჭერით გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სოციალურად დაუცველ და დევნილ 120 ბავშვს უმასპინძლა. მოზარდებმა სპექტაკლი „კარლსონი“ ნახეს.

აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები