დღეს ბესლანის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

ჩრდილოეთ ოსეთში ბესლანის ტრაგედიის მე – 10 წლისთავს აღნიშნავენ. დილიდან შემთხვევის ადგილზე დაღუპულთა ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები იკრიბებიან. მოქალაქეებს ყვავილები და წყლით სავსე ბოთლები მიაქვთ. მე-10 წლისთავის აღნიშვნა ბესლანის სკოლასთან ზარის რეკვით დაიწყო. 10 წლის წინ ტრაგედიას 333 ადამიანის სიცოცხლე, ძირითადად, ბავშვები ემსხვერპლნენ. 2004 წლის 1 სექტემბერს ბესლანის №1 სკოლაში 32 ჩეჩენი შეიჭრა და 100 ადამიანი მძევლად აიყვანა. მძევალთა განთავისუფლების ოპერაცია 3 სექტემბერს დაიწყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები