ბაიდენი: შვედეთი მალე შეუერთდება ნატოს

U.S. President Joe Biden attends the graduation ceremony at the Air Force Academy in Colorado Springs, Colorado, U.S., June 1, 2023. REUTERS/Kevin Lamarque

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შვედეთი მალე შეუერთდება ნატოს.

როგორც მან აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მიუხედავად პუტინის მცდელობისა, დაარღვიოს ალიანსი უკრაინაში შეჭრით, ნატო უფრო ძლიერი ხდება.

„რუსეთის მცდელობა, რომ დაარღვიოს ალიანსი, ნატოს კიდევ უფრო აძლიერებს. მას კიდევ უფრო აძლიერებს ფინეთი და მალე შვედეთიც შეუერთდება. ეს აუცილებლად მოხდება, გპირდებით“, – განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთმა და მეზობელმა ფინეთმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება გასული წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მიიღეს. ფინეთი ალიანსს 4 აპრილს ოფიციალურად შეუერთდა, შვედეთის გაწევრიანების საკითხს კი თურქეთი და უნგრეთი აფერხებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები