სეპარატისტების ალყას 80-ზე მეტმა მებრძოლმა დააღწია თავი

80-ზე მეტი დაჭრილი უკრაინელი მებრძოლი დნეპროპეტროვსკის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ამის შესახებ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პრეზიდენტის რწმუნებულმა დონეცკის და ლუგანსკის ოლქში ირინა გერაშენკომ განაცხადა, – წერს www.unian.net. 85 უკრაინელი მებრძოლი ილოვაისკთან იყო დაჭრილი. როგორც გერაშენკო საკუთარ ფეისბუქზე წერს, ზოგი მათგანი მძიმედაა დაჭრილი. „ჯარისკაცები ყვებიან, რომ ჰუმანიტარულ კორიდორზე მიდიოდნენ, თუმცა რუსებმა მათი სასტიკი დახვრეტა დაიწყეს“. დაჭრილები ჰოსპიტალში დილის 6 საათზე მიიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები