ბელგოროდზე დრონით თავდასხმა მოხდა (ვიდეო)

ბელგოროდში დაუდგენელი მოწყობილობა აფეთქდა.

​ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დრონი გზის სავალ ნაწილზე ჩამოვარდა.

მომხდარის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული. ერთ მამაკაცს, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს და ის ამჟამად საავადმყოფოში გადაჰყავთ, მეორე მამაკაცმა კი ჰოსპიტალიზიაციაზე უარი თქვა.

როგორც გლადკოვმა ტელეგრამში დაწერა, დაზიანებულია ავტომობილი.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები და საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები