ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება მოეწყო.

“ბავშვთა საესტრადო სტუდია „იმედის“ წევრები მაყურებლების წინაშე სპეციალური საკონცერტო პროგრამით წარდგნენ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა კი პატარა მაყურებელს სპექტაკლი „წითელქუდა“ შესთავაზა, ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო მხიარული სტარტები და ატრაქციონები.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მირიანაშვილი ესწრებოდნენ.

„გილოცავთ პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. მსურს, თითოეულ პატარას ეს დღე მივულოცო და მათ ნათელი მომავალი ვუსურვო. ჩვენი პატარები ამ ქვეყნად ყოველივე საუკეთესოს იმსახურებენ, ამიტომ ვისურვებდი, საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, ყველა ბავშვს უზრუნველად და ლაღად ეცხოვროს. ჩვენი მოვალეობაა ბავშვებს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ, სწორი ღირებულებებით აღვზარდოთ, რათა მომავალში ახალმა თაობამ საქართველოს არაერთი წარმატება მოუტანოს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა”, – ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები