“Patriot-ების და თვითმფრინავების კოალიცია რუსეთის ტერორს დაასრულებს და მშვიდობას დააჩქარებს” – ზელენსკი

Ukraine's President Volodymyr Zelenskiy attends a news conference on the first anniversary of Russian invasion of Ukraine, amid Russia's attack on Ukraine, in Kyiv, Ukraine, February 24, 2023. REUTERS/Gleb Garanich

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Patriot-ების და თვითმფრინავების კოალიციის ფარგლებში, პარტნიორების დახმარებით რუსეთის ტერორი დასრულდება და მშვიდობის მოახლოება მოხერხდება.

ამის შესახებ მან მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.

მან გაიხსენა, რომ რუსეთის დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის დროს კიევში სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია.

„ახლა არის ორი გადამწყვეტი კომპონენტი: Patriot-ის კოალიცია, რომელიც დაასრულებს რუსული ბალისტიკური რაკეტების შანტაჟს და თანამედროვე გამანადგურებლების კოალიცია, რომელიც დაამტკიცებს, რომ ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ ტერორს არანაირი შანსი არ აქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ კოალიციების ფორმირების სიჩქარე „პირდაპირი მნიშვნელობით დააჩქარებს მშვიდობას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები