თამარ ბარკალაიამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სოციალური შემწეობის მიმღებ 7-შვილიან ოჯახს მიულოცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ – თამარ ბარკალაიამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სოციალური შემწეობის მიმღებ 7-შვილიან ოჯახს მიულოცა და ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ოჯახების გაძლიერება სახელმწიფოს პრიორიტეტია, შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 150 ლარამდე გაიზარდა, მიმდინარე წლის ივლისიდან კი 200 ლარი გახდება.

გაზრდილ დახმარებას 232 000-მდე ბავშვი მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები