დაცული ტერიტორიების სააგენტო მერქნული რესურსების მდგრადი გამოყენების ახალ მოდელზე გადადის

საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა, რაც იძლევა ადგილობრივი მოსახლეობის მერქნულ რესურსებთან წვდომის გაუმჯობესების შესაძლებლობას და სრულ თანხვედრაშია საერთაშორისოდ აღიარებულ მდგრადი გამოყენების პრინციპებთან.

ახალ მოდელზე გადასვლა ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ტყეების მდგრად მართვას და ბიომრავალფეროვნების დაცვას. შემუშავებული მეთოდოლოგიის საჯარო განხილვა პროექტის „მდგრადი განვითარება და დაცული ტერიტორიების მართვის სისტემების გაძლიერება“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთი, მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ამოქმედდება საქართველოს ტყის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება, რაც გულისხმობს სპეციალიზებული ორგანოს მიერ მერქნული რესურსების დამზადებას, დახარისხებას და საქმიან ეზოებში დასაწყობებას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა სათბობი მერქნული რესურსების შეძენას მხოლოდ საქმიანი ეზოებიდან შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები