ComCom-მა 2022 წელს რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმა განაახლა
კერძოდ, ეროვნული გეგმა ახალი ტექნოლოგიებისთვის, მათ შორის, 5G ქსელების განვითარებისთვის, ახალ სიხშირულ დიაპაზონებს მოიცავს და ფიქსირებული უსადენო ინტერნეტის ფუნქციონირებისთვის, დამატებით სიხშირულ ზოლს ითვალისწინებს. გარდა ამისა, სპეციფიკური თანამგზავრული მომსახურებებისთვის განისაზღვრა დიაპაზონები, დაზუსტდა ტექნოლოგიური სტანდარტები და მომსახურებების სახეობები.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ ეროვნულ გეგმაში შესატანი ცვლილებები ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რადიოკავშირის მსოფლიო კონფერენციაზე (WRC-19) დადგენილი ფინალური აქტების მიხედვით, ასევე, ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების ევროპის კონფერენციის (CEPT) ელექტრონული კომუნიკაციის კომიტეტის (ECC) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე მოამზადა.