ზელენსკი მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავიდა.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
„დღეს მოლდოვაში ვმუშაობთ. ვმონაწილეობთ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში. ბევრი ორმხრივი შეხვედრა იქნება. ვავითარებთ გამანადგურებლების კოალიციას და ვთავაზობთ საჰაერო თავდაცვის კოალიციას Patriot-ი. ევროკავშირი და ნატო არის მშვიდობის ფორმულა. ყველაფერი ჩვენი მომავლის დასაცავად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
სამიტი მოლდოვაში, მიმის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ტარდება.
მოსალოდნელია, რომ სამიტს ორმოცდაათამდე ევროპელი პრეზიდენტი და მთავრობის მეთაური დაესწრება.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეორე შეხვედრაზე განიხილება მშვიდობისთვის ერთობლივი ძალისხმევა, უკრაინის ომისა და მასთან დაკავშირებული კრიზისების კონტექსტში; დემოკრატიის დაცვა; ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება და ევროპული სახელმწიფოების მდგრადობა.