გენადი არველაძე გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის მინისტრს, ლუცია პუტრიხს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის მინისტრს ფედერაციისა და ევროპის საკითხებში, ლუცია პუტრიხს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებულად, გაესვა ხაზი საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად და იმ მხარდაჭერას, რომელსაც გერმანია უწევს მას ამ მიმართულებით. ითქვა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს რეფორმებს ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოების გზაზე.