რუსი ჯარისკაცები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ

რუსი ჯარისკაცები უკრაინაში წასვლაზე და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. ამ ინფორმაციას რუსი ჟურნალისტის და პოლიტიკური ანალიტიკოსის დიმიტრი ბავირინის განცხადებაზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო „Обозреватель“-ი ავრცელებს. როგორც დიმიტრი ბავირინი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ჯარისკაცები სამხედრო ნაწილებიდან საკუთარ სახლებში ბრუნდებიან. „მათ დეზერტირობისთვის სასამართლოში მოხვედრა ემუქრებათ“, – წერს ჟურნალისტი, აქვე ამატებს იმას, რომ მის „წყაროზე სანდო არ არსებობს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები