პაპუნა ლეჟავა: ეკონომიკური ზრდის ჩვენი ხუთპროცენტიანი პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედება
მშპ-ს ზრდის პროგნოზი ჯერჯერობით ჩვენ ხუთი პროცენტი გვაქვს, თუმცა, უკვე არსებული მონაცემების საფუძველზე, დიდი ალბათობით, ეს პროგნოზი გადაიხედება ზრდის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.
„მომდევნო განახლება მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გვექნება ზაფხულის ბოლოს და ამ დროისთვის უკვე გადავხედავთ მშპ-ის ზრდას. მთავარი ფაქტორი არის უკვე პირველი ოთხი თვის წინასწარი მონაცემები ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც 7 პროცენტს აღემატება. ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რათა ვთქვათ, რომ ჩვენი ხუთპროცენტიანი პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედოს. ზუსტ ნიშნულს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ამის შეფასებას მოგვიანებით მოვახდენთ“, – განაცხადა ლეჟავამ.