ფოტორეპორტიორი, ზურაბ ქურციკიძე გარდაიცვალა
ფოტორეპორტიორი, ზურაბ ქურციკიძე გარდაიცვალა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ის რამდენიმე დღეს კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
ზურაბ ქურციკიძე ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი იყო.
“კვირა” ზურაბ ქურციკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.