ირაკლი ღარიბაშვილი: ძვირფასო პოლიციელებო, თქვენს ურთულეს საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა, მსურს – მადლობა გადავუხადო თქვენ მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, თქვენი ოჯახების თითოეულ წევრს
სამწუხაროდ, არაერთმა თქვენმა გმირმა კოლეგამ და მეგობარმა ყველაზე ძვირფასი გაიღო, სიცოცხლე გაიღო სხვათა გადასარჩენად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიციელების ურთულეს საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა.
„დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას. ძვირფასო პოლიციელებო, თქვენს ურთულეს საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა. მე მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო თქვენ მშობლებს, თქვენს მეუღლეებს, თქვენს შვილებს, თქვენი ოჯახების თითოეულ წევრს”, – განაცხადა პრემიერმა.