„ლეოპოლდ არენდი, ბერლინი 1853-1865“ – თბილისის საერთაშორისო პირველი ფოტობიენალეს ფარგლებში გამოფენა მიმდინარეობს
ხელოვნების მუზეუმში თბილისის პირველი ფოტობიენალე ტარდება საქართველოს ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოების ინიციატივით, თბილისის მერიის, საქართველოში გერმანიისა და ლიეტუვის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
2023 წლის თბილისის ფოტობიენალეს თემას წარმოადგენს – „დაბადება XIX საუკუნე“. მონაწილე ქვეყნების (საქართველო, ლიეტუვა, გერმანია) საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილია XIX საუკუნის იმ მთავარი ქალაქების ხედების უნიკალური ფოტოსურათები, რომლებმაც ისტორიული როლი შეასრულეს თანამედროვე კულტურული მოდელის ჩამოყალიბებაში. მათი ფოტოგრაფიული გამოსახულებები კი ერთგვარი პორტრეტებია, რომლებიც ამ ქალაქების, როგორც ცოცხალი ორგანიზმების, მეტამორფოზაზე, ისტორიაზე გვიყვებიან და რაც მთავარია უტყუარი და ავთენტიკური სახით წარადგენენ და ინახავენ მათ წარსულს.
თბილისის ფოტობიენალეს მიზანს წარმოადგენს: მთავარი ქალაქების ისტორიის ვიზუალური კვლევა, წარდგენა და პოპულარიზაცია; თბილისის საერთაშორისო პარტნიორი ქალაქების კონტექსტში მოაზრებით ისტორიული ქარტეხილების და უსამართლობის გამო დროსა და სივრცეში დარღვეული კავშირების აღდგენა; თბილისის, როგორც ამიერკავკასიის კულტურული ცენტრის პოპულარიზაცია, თანამედროვეობაში ამ როლის განმტკიცებისათვის ხელშეწყობა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა და აქტიური ჩართულობა თანამედროვე სახელოვნებო პროცესებში.
მის: შოთა რუსთაველის გამზირი 7.
გერმანია
ლეოპოლდ არენდი (1853-1865) ბერლინის პირველი ურბანული ფოტოგრაფია. გერმანიის იმპერიის დაარსებამდე ჯერ კიდევ მყუდრო ქალაქი-რეზიდენცია – ბერლინი მზარდ მეტროპოლისად გადაიქცა. ინდუსტრიული რევოლუციით, მსხვილი საწარმოო დასახლებებითა და ტერიტორიების გაფართოებით პრუსიის, შემდგომ კი გერმანიის იმპერიის დედაქალაქის მოსახლეობა ელვის სისწრაფით გაიზარდა. ამ დროისათვის, სამეფო არქიტექტორ კარლ ფრიდრიხ შინკელის (1781-1841) კლასიკური სტილით შექმნილი ქალაქის ცენტრიც კი შეიცვალა ძველი შენობების ნგრევისა და შთამბეჭდავად დიდი ნაგებობების წყალობით.
ლეოპოლდ არენდის საოცარი ნამუშევრები მხოლოდ ფრაგმენტულად არის შემორჩენილი 1850-60-იან წლებში გადაღებული, დაახლოებით 200-მდე ფოტოს სახით. ეს ნამუშევრები ამტკიცებენ, რომ ბერლინელი ფოტოპიონერი ახლად შექმნილ ნეგატივ-პოზიტივის მეთოდს ჯერ ექსპერიმეტის სახით იყენებდა, შემდეგ კი ოსტატურად დაეუფლა. არენდის ბიოგრაფიის შესწავლა, ისევე როგორც, მისი გაფანტული ნამუშევრების შეგროვება და ხელახალი გამოცემა სულ ახლახან მოხდა.
ამჟამად ბერლინის მუზეუმში ინახება 150-მდე ანაბეჭდი, რომელთაც ლეოპოლდ არენდს მიაკუთვნებენ. უმეტესობა დაცულია 1874 წელს დაარსებული ბრანდერბურგის მუზეუმში, რომელიც დღევანდელი ბერლინის ქალაქის მუზეუმის წინამორბედია. 2004 წელს მუზეუმმა შეძლო ცნობილი ბერლინელი ვედუტისტი მხატვრისა და არენდის მეგობრის, ედუარდ გერტნერის (1801–1877) კოლექციიდან შეეძინა მისი პირველადი ანაბეჭდები. მათ არ გააჩნიათ იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი ტიპური მომრგვალებული კიდეები. სწორედ ეს კიდეები იძლევიან საშუალებას, გავეცნოთ, წარმოდგენა შევიქმნათ და შევიხედოთ ფოტოგრაფის სახელოსნოში.
ბერლინის ქალაქის მუზეუმი
ბერლინის მუზეუმი აერთიანებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. აქ – გერმანიის უდიდეს კულტურულ-ისტორიულ მუზეუმში, ექვს სხვადასხვა საგამოფენო დარბაზში, წარმოდგენილი ექსპოზიციებით, ჩვენ გაგაცნობთ ბერლინის ისტორიას ადრეული წარსულიდან დღემდე. ამასთანავე, ჩვენი ყურადღების ცენტრში ქალაქის მცხოვრებლებიც არიან. ეს უნიკალური კოლექცია მილიონობით ექსპონატს მოიცავს.
www.stadtmuseum.de
ღონისძიება ხორციელდება საქართველოში გერმანიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
.